ფორმის გაგზავნით თქვენ ეთანხმებით კონფიდენციალურობის პოლიტიკას
კომპანიის შესახებ
Symbol — სამშენებლო და დეველოპერული კომპანია, რომელიც ქმნის თანამედროვე საცხოვრებელ სივრცეს ბათუმის სწრაფად განვითარებად უბანში. სამშენებლო მასალების წარმოებიდან — სრულ დეველოპერულ სერვისამდე. Symbol-ის გზა დაიწყო საკუთარი ბეტონის ქარხნით, რაც გვაძლევდა ხარისხის კონტროლის შესაძლებლობას ყველაზე ფუნდამენტურ დონეზე. ამას მოჰყვა ძლიერი სამშენებლო კომპანიის დაფუძნება, რომელიც მონაწილეობდა რეგიონში არაერთ მასშტაბურ პროექტში. დღეს Symbol გთავაზობთ დეველოპერულ მომსახურებას სრული ციკლით — იდეიდან დასრულებულ სივრცემდე.
დღეს ჩვენ ვაერთიანებთ მრავალწლიან გამოცდილებასა და რესურსებს, რათა შევქმნათ თანამედროვე და საიმედო საცხოვრებელი, რომელიც უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტებით არის აშენებული.
Monogram პრემიუმ კლასის საცხოვრებელი კომპლექსია, რომელიც მდებარეობს ბათუმში, ახალი ბულვარის სწრაფად განვითარებად უბანში. მოსახერხებელი ადგილმდებარეობა, ზღვასთან სიახლოვე, თანამედროვე განლაგებები და მაღალი დონის კომფორტი - ქმნის ცხოვრებისთვის სრულყოფილ გარემოს.
თქვენი მომავალი სახლისთვის შეგიძლიათ აირჩიოთ აპარტამენტების ორი მოპირკეთების ვარიანტი: მწვანე კარკასის კონდიციით ან სრულად გარემონტებული.
თეთრი კარკასი - გამზადებული სივრცე საკუთარი ინტერიერის შესაქმნელად. ყველა ძირითადი სამუშაო დასრულებულია: გლუვი კედლები და ჭერი, დამონტაჟებული კომუნიკაციები. სრულად გარემონტებული — აპარტამენტი დახვეწილი დიზაინითა და ელეგანტური ინტერიერით, რომელიც სრულად მზადაა საცხოვრებლად.